ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი Eurobest 2021-ის მხარდამჭერია
22 ოქტომბერი, 2021, 11:46
თიბისი  Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

იბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია
 

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება.

კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

მონაწილეები ბრიფს, 23 ოქტომბერს, ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ.

თარიღები:

·                     23.10 გუნდების ონლაინ დაბრიფვა

·                     26.10 23:59-ზე ნამუშევრების ჩაბარება

·                     28.10 LIVE შეხვდრა ჟიურისთან

·                     29.10 საქართველოს 2 გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია

ნამუშევრებს სფეროს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. გამარჯვებული ორი გუნდი, საქართველოს სახელით, “ევრობესთის“ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ღონისძიების ორგანიზატორია „კანის ლომების“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

„ევრობესთის“ მეგობარია თიბისი, რომელიც მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

“ევრობესთი“ კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. “ევრობესთი” გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. ახალგაზრდული „ევრობესთი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები