| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 866 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ 2019 წელს 67%-ით ჩამორჩება. შედარებისთვის - 2019 წლის 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება 2020 წელს - წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება, - გასული წლის ანალოგიურ პერიოდსი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 498 მილიონი დოლარი იყო, თუმცა გასული წლის განმავლობაში მსოფლიოსა და საქართველოში მოგზაურობაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 192 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა თვეს- აგვისტოს 30 მილიონით ჩამოუვარდება.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, სექტემბერში ქვეყანამ 209 ატასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა, რაც წლიურად ოთხჯერ გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2020 წლის მონაცემს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss