| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა.
ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და
OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ
კორპორატიზაციაში.
„შეხვედრა ეხებოდა
აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი,
გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, 1 საწარმოს წარმატებული რეფორმირების მაგალითი უკვე გვაქვს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით. საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას განაპირობებს.
„ამან მოიტანა შედეგი - პანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორ იცით კორპორატიზაციის გზაზე მდგარ კომპანიებს შორისაა საქართველოს ფოსტა, საქართველოს რკინიგზა...
კორპორატიზაციის დასრულების შემდეგ, ასევე სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საპარტნიორო ფონდის ქუდის ქვეშ იყო. ბონდებს გამოუშვებენ, რომლითაც საპენსიო ფონდის ფულს ისესხებენ.
"მივადგეთ სახელმწიფო საწარმოებს" - რეფორმა ფინანსთა წინა მინისტრს ვანო მაჭავარიანს ეკუთვნის, იქ საპენსიო ანარიცხები უნდა ინვესტირდება.
რეფორმის არსი არაორდინალურ გამოსავალშია, რაც გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss