| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო
აუდიტის ინფორმაციით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ვალის მსგრადობის ანალიზში ვალდებულებები
სრულად ასახული არ არის. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტი მიანიშნებს, რომ მთავრობის ვალი
არ მოიცავს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს რომლებიც IMF-ის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს
მიერ 2020 წელს დაკლასიფიცირდა როგორც სამთავრობო სექტორის ნაწილი. მსგავსი საწარმოების
ვალდებულებების მოცულობა კი 310 მლნ ლარს და მშპ-ს 0.5%-ს შეადგენს.
ამასთან
აუდიტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ვალის საპროგნოზო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი
შემცირება მშპ-ს მაღალმა ზრდამ და კურსის სტაბილურობამ გამოიწვია.
„ფინანსთა
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზი ეფუძნება IMF-ისა და WB-ის მიერ 2005 წელს ერთობლივად
შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც 2014 და 2021 წლებში განახლდა. განახლებული მეთოდოლოგიები
დამატებით იძლევა საშუალებას შეფასდეს მთავრობის გადახდისუნარიანობის და ლიკვიდურობის
რისკები ვალის მზარდი მოცულობის პირობებში. მიზანშეწონილია ფინანსთა სამიმნისტრომ ვალის
მდგრადობის ანალიზი განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოოს“, - მიუთითებს აუდიტის
სამსახური.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss