| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტრომ ბანკებისგან 25 მილიონი ლარი 9.2% -ად ისესხა (კუპონური განაკვეთი 10.250%). სებ-ში სამშაბათს სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონზე 10-წლიანი ფასიანი ქაღალდები ბანკებმა შეიძინეს, რომელთა მხრიდან მოთხოვნა უფრო მაღალიც იყო - ₾44 მლნ.
არსებული მოთხოვნა შენარჩუნდება თუ არა, 2022 წელს გაზრდილი მიწოდების ფონზე და რამდენად გაუძვირდება სამომავლოდ მთავრობას შიდა ვალი? ექსპერტები პასუხობენ, რომ დიდი ცვლილება მოსალოდენლი არ არის. თუმცა, 2022 წლის ბიუჯეტზე, სებ-ის დასკვნით თუ ვიხელმძღვანელებთ, მთავრობას ვალი გაუძვირდება. განაკვეთს მონეტარული პოლიტიის გამკაცრება გაზრდის, რაც ფისკალური კოლსოლიდაციისთვის გარდაუვალია. განაკვეთის გაზრდა არ იქნებოდა საჭირო, თუ 2022-ის ბიუჯეტის დეფიციტი 4.4 % ნაკლები დაიგეგმებოდა. 4.4%-ში კოვიდის ხარჯის წილი 0.5% -ია. დეფიციტი ძირითადად კაპიტალური ხარჯებითაა გაზრდილი. გასათვალისწინებელია დაგროვებული მოთხოვნაც, რაც ინფლაციაზე წნეხს ქმნის. სებ-ი, მოთხოვნის მხრიდან წნეხს გამკაცრებული მპ-ით შეაკავებს. ეს აისახება ჯამურზე (ინფლაცია მიწოდების მხრიდანაც წნეხშია).
2022 წლის ბიჯეტის პროექტით შიდა ვალი 1.3 მლრდ ლარით იზრდება და 2022 წლის ბოლოს ნაშთი 6.957 მლრდ იქნება. 2021 წელს 150 მლნ ლარით, 5.657 მლრდ -მდე შემცირდა, რადგან წყაროები საგარეო დაფინანსებით იყო დაბალანსებული. როგორც იცით, ფინანსთა სამინისტრო 2022-ში საგარეო ვალს ამცირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss