ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სსფ-ს ახალი პროგრამის საკითხები შეთანხმდა
15 ოქტომბერი, 2021, 11:11
სსფ-ს ახალი პროგრამის საკითხები შეთანხმდა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტაო ჟანგი შეცვალა.

 

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

 

ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებას.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციისა და რეფორმების მიმართულებით.

 

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფისკალური რისკებისა და საჯარო ფინანსების მართვა და სხვა.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 

დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება 1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები