| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი პარტიორებთან ერთობლივ პროექტებზე აცხადებს. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა ,ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით, კიდევ ერთ კომპანიას მიეცა, CosyCorner-ს.
CosyCorner -ი დაწნულ გარე ავეჯს წყალგამძლე, სიცხეგამძლე ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერისგან აწარმოებს.
კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტს გეგმავს.
„რაც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს არის ის რომ, ვაწარმოებთ საქართველოში დამზადებულ, მაღალი ხარისხის წნულის გარე ავეჯს. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რომელიც უძლებს წვიმას, ყინვას, მზეს. ჩვენი დამზადებული ავეჯი ამშვენებს როგორც ინტერიერს, დახურულ შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა სასაწყობო მარაგებისა და ე.წ. „შოურუმის“ არ არსებობის გამო სეზონურ პერიოდში მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. იმედი გვაქს, უკვე მიღებული გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ კომპანიის პოტენციალი, რათა მოვახდინოთ ბაზრის სრული ათვისება, შემგომ კი ექსპორტზე აქცენტირება“,- განაცხადა ნიკოლოზ ნადირაძემ, CosyCorner-ის წარმომადგენელმა.
საქართველოს ბანკის და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss