ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
IMF საქართველოს ინფლაციის პროგნოზს აუარესებს
მარიამ მინაძე
12 ოქტომბერი, 2021, 19:05
IMF საქართველოს ინფლაციის პროგნოზს აუარესებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა და განახლა რიგი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზები.

კერძოდ, IMF-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოში საშუალო ინფლაცია 2021 წელს 9.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს 5.4%-ით, 2023 წელს კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 3.04%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება პერიოდის ბოლოს, სავალუტო ფონდი 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 13.05%-იან ზრდას ელის, 2022 წლის ბოლოსთვის 3.18%-იან, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის კი 3%-იან სამომხმარებლო ფასების ზრდას ელის.

სავალუტო ფონდმა ინფლაციური მოლოდინები მიმდინარე წლის ივლისშიც გააუარესა.

ფონდი ივლისამდე საქართველოში 2021 წელს საშუალოდ 3.8%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ივლისის ანგარიშით კი საშუალო ინფლაციის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა, 2021 წლის ბოლოსთვის კი 9.4%-ს პროგნოზირებდა.

წელს, წლიური ინფლაციის პიკი აგვისტოში დაფიქსირდა, 12.8%-ის ოდენობით, სექტემბერში კი მაჩვენებელი მცირედით, 0.5პ.პ-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბერში კი საშუალო ინფლაციამ (y.y) 8.4% შეადგინა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები