ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანდემიის დაწყებიდან სოც.შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 44%-ით გაიზარდა
12 ოქტომბერი, 2021, 16:43
პანდემიის დაწყებიდან სოც.შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 44%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) -2019 -დან 09/2021 -მდე სოციალურად დაუცველთა  შემწეობაზე სახელწიფომ 925.3 მილიონი ლარი დახარჯა, აქედან 605.7 მილიონი, პანდემიაში.

კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით  622,923 ბენეფიციარია. კოვიდ-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მეტად 59%-ით სოციალურად დაუცველთა რიცხვი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაიზარდა და რეგიონის მოსახლეობის 20.3% შეადგინა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, რაჭა ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, მოსახლეობის 45%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. 2019 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფომ სოციალურად დაუცველთა საარსებო შემწეობაზე  ჯამში  925.3 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც პანდემიის დროს გაიცა 605.7 მილიონი ლარი .

2019 წლის შუალედური არჩევნების წინ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით 25 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო არჩევნების შემდეგ ბენეფიციართა რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, წინა წელთან შედარებით სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 100 ათასი  ადამიანით.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, სოციალური დახმარების მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასი პირით, ხოლო წინა არჩევნებთან შედარებით - 112 ათასი ადამიანით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები