ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა -Global Finance
12 ოქტომბერი, 2021, 13:17
გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა -Global Finance

თბილისი (GBC) - Global Finance - მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2021 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის მეოთხედ დაასახელა.

  

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ (Global Finance) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, გასული სამი წლის მსგავსად, ცენტრალური ბანკის იმ მმართველთა სიაშია, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. 2021 წლის Central Banker Report Cards - ში 101 ცენტრალური ბანკირი შეფასდა. კობა გვენეტაძესთან ერთად, წელს აღნიშნულ კატეგორიაში არიან: აშშ - ის ცენტრალური ბანკის მმართველი (ჯერომ პაუელი), ასევე, ისრაელის (ემირ იარონი), ახალი ზელანდიის (ადრიან ორი) და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები.

  

Global Finance - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და დაჯილდოებული პირებისა და ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს. ცენტრალური ბანკების მმართველების შეფასება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება.

  

"გასულ წელს, ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა, საფრთხე შეუქმნა ფისკალურ სიჯანსაღეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, რის გამოც ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს საგანგებო რეჟიმში მოუხდათ მუშაობა. მათ მოსალოდნელი საფრთხის შესამცირებლად ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენეს", - აღნიშნულია გამოცემაში.

  

"მაშინ როდესაც პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და ინფლაცია ისევ მნიშვნელოვანი საზრუნავი ხდება, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან." აღნიშნავს გამოცემა Global Finance - ის რედაქტორი ჯოზეფ ჯარაპუტო. "Global Finance - ის ცენტრალური ბანკების ყოველწლიური მიმოხილვა აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის ლიდერები უმკლავდებიან გაუარესებულ მდგომარეობას და რომლები ჩამორჩებიან".

 

 გამოცემის შეფასებით, კობა გვენეტაძემ მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ დროული და გადამჭრელი ზომები გაატარა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები