ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო იჯარით გაცემული ქონების მფლობელს გადასახადს პატიობს
12 ოქტომბერი, 2021, 12:48
სახელმწიფო იჯარით გაცემული ქონების მფლობელს  გადასახადს პატიობს

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 21/03/2020 - 21/03/2021 პერიოდში ცალკეულ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი.

 

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ეს შეეხებათ პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან.

 

„მთავრობამ იმსჯელა და მხარი დაგვიჭირა. ეს შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და ადამიანებს, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონებით, გადაცემული აქვთ ქონება და ვისაც შესაბამისი ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით და მიიღო შესაბამისი ცვლილებები ქონების შესახებ კანონში. ჩვენ ამ ცვლილებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე ამ პერიოდში გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით დარიცხული ჯარიმა, სანქცია და საურავი. ჯამში საუბარია ქირაზე, იჯარასა და მართვის საზღაურ დაახლოებით 5 მილიონ ლარზე მეტზე, ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა, დაახლოებით 1 მლნ ლარი, რომელიც ასევე ამ სუბიექტებს ეპატიებათ. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს თავს დაატყდათ, რაც მის გადახდისუნარიანობაში აისახა“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისი განმარტებით, ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

 

„იმისთვის, რომ ჩვენ სრული სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, ვინც სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადა, მათ მომავალში ეს შეღავათი გადახდილად ჩაეთვლებათ, ანუ მომავალ გადახდებში ისარგებლებენ, რაც აბსოლუტურად სწორია იმიტომ, რომ ყველას თანაბრად უჭირდა“, - განაცხადა თურნავამ.

 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება.

 

„კანონი პარლამენტმა 2021 წლის 9 ივნისს მიიღო და ამ კანონით მაშინვე იყო პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული. ამ კანონით დაგვევალა ჩვენ ამ წესის შემუშავება, შესაბამისად, კანონით დაკისრებულ ვალდებულებას ვასრულებთ, რომელიც არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები