| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უკანონო მოსმენებზე სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენის შესაძლებლობა პარლამენტს ჯერ არ ეძლევა.
ბიუროს სხდომაზე, დეპუტატ სამადაშვილის კითხვაზე, როდის მოავლენს საკანონმებლო ორგანოში პასუხისმგებელ ხელმძღვანელს სუს-ი, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ უპასუხა, რომ გამოძიების შუალედური დასკვნების შემდეგ.
"გაოცებული და გაოგნებული ვარ პასუხით, რაც საკუთარი თავის და საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემლობის გამოხატულებაა.
გამოძიებები დაუსრულებელია და გამოდის, რომ პარლამენტმა საზედამხედველო ფუნქცია არ უნდა განახორციელოას", - სალომე სამადაშვილმა კუჭავას, პარლამენტში დაბარებული 4 მინისტრის მოსვლის თარიღის დაზუსტებაც სთხოვა.
კუჭავამაც გაოგნებულმა უპასუხა დეპუტატს. პარლამენტის თავმჯდომარე სალომე სამადაშვილის მტკიცებითმა წინადადებებმა გააოცა. აოცებს უკანონო მოსმენებზე სამადაშვილის წინასწარი დასკვნები.
პარლამენტში 4 მინისტრს ელიან, ეკონომიკის სამინისტრომ ფასების შეუქცევად ზრდაზე უნდა გააკეთოს განმარტებები და წარმოადგინოს გამოსავლები. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის საფრთხეებზე, ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიის მართვაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss