| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზამ (GR), H1/2021-ის ანგარიშის თანახმად, უკვე 32 მლნ ლარით იზარალა. ლარის გაუფასურებით,კომპანიამ 50 მლნ ლარამდე ზარალი განიცადა. შემოსავალი გაზრდილია, თუმცა სახელმწიფო კომპანიის ზარალიდან ამოსვლისთვის, როგორც BMG წერს, არასაკმარისი,277.6 მილიონი ლარია (H1/2020 - 245.6 მლნ; +13%Y.Y). რკინიგზა იანვარ-ივნისში 6 მლნ ტ ტვირთს მოემსახურა (+0.5 მლნ ტ Y.Y).
TBC Capital-ის მიმოხილვით, ნავთობგადაზიდვებიდან GR -ის შემოსავალი $24.8 მლნ-მდეა გაზრდილი (+27%), თუმცა მადნის გადაზიდვებიდან 22%-ით, (-$4.9 მლნ) კლებაა. 4.8%-ით შემცირებულია საკონტეინეროდანაც.
6 თვეში რკინიგზის ფინანსური ხარჯები 184.6 მლნ -მდეა გაზრდილი ( 6m/2020 - ₾121 მლნ).12 500-ის დასაქმებულის სახელფასო (საოპერაციო) ხარჯებმა კი 84.6 მლნ ლარი შეადგინა (21.6 მლნ - ელექტროენერგიის, "სხვა ხარჯები " - ₾ 46 მლნ)
ამასთან, რკინიგზის აქტივები ₾ 35 მილიონით გაუფასურებულია.
GR-მ წელს 2012 წელს აღებული $500 მლნ -ის 10 წლიანი ბონდები, 7 წლიანით გადაფარა. რეფინანსირება-განთავსება, 4%-ად,(თანაწამყვანი აგენტები - JP Morgan, Citi, Renaissance Capital, TBC კაპიტალი. იურიდიულ მრჩევლები: Dechert და Linklaters, MG Law და BLC Law, თანამენეჯერი G&T-ი ). საინვესტიციო ბანკების მიერ წარმატებულად შეფასდა. მწვანე ბონდებს Fitch Ratings -მა საბოლოო 'BB-' რეიტინგიც მიანიჭა.რკინიგზას საპენსიო სააგენტოს დაინტერესებისთვის გაუმჯობესებული რეიტინგი სჭირდება. როგორც იცით, საპენსიომ სპეცდეპოზიტართან (საქართელოს ბანკი) ხელშეკრულებაც გაფორმებული აქვს.
"საქართველოს რკინიგზა" სახელმწიფო კომპანიაა (მფლობელი "საპარტნიორო ფონდი"), რომლის კორპორატიზაცია სამთავრობო გეგმის ნაწილია. სახელმწიფო საწამოების ფუნქციურ გაძლიერების არაორდინალურ გამოსავალს 2020 -ის ბოლოს მიაგნეს. სახელმწიფო კომპანიებს სუვერენული გარანტიები უნდა ჩამოცილდეს და გაძლიერდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss