| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის (GOGC) გაზსაცავის პროექტი ზარალიანი იქნებოდა, - GOGC-ის დაკვეთილი კვლევის დასკვნაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პარლამენტში დეპუტატების დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თქვა რომ ბიუჯეტს გაზსაცავის დასაფინანსებლად ვალი არასდოს აუღია. ფული სახელმწიფო კომპანიამ ისესხა "გაზსაცავი ბიუჯეტიდან არც არასდროს ფინანსდებოდა. სესხი GOGC-მ აიღო, პროექტს 2 განზომილება აქვს სასარგებლოა & ზარალიანი", - არჩევანიც მ პრიორიტის მიხედვითაა გასაკეთებელი. პროექტი კორპორაციისთვის ზარალიანია და შესაბამისად არაპრიორიტეტული და თუ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ სამთავრობო გადაწყვეტილებაა მისაღები და შესაბამისად, მთავდაცვის და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებას ფული უნდა მოაკლდეს და აღნიშნული პროექტისკენ მიემართოს.
როგორც იცით, პანდემიაში GOGC -ს ვალის გადახდა მოუწია. უნდა გაესტუმრებინა $250 მლნ, 2016 წელს ევროობლიგაციებით რომ ისესხა (განაკვეთი- 7%). 5-წლიანი ობლიგაციები 217 მლნ ევროს 10 წლიანი სესხით დაფარა, რომელიც EBRD-მა 3.3%-ად გამოუყო (სასესხო ხელშეკრულება 09/2020-შია გაფორმებული).
გაზსაცავის დაფინანსებისთვის GOGC-მ KFW-თან 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმება 2018 წელს გააფორმა, თუმცა აქედან 2020 წელს 120 მლნ ევრო ბიუჯეტში წავიდა, პანდემიასთან ბრძოლის საჭიროებისთვის. წინა კვირას, გაზსაცავზე და ვალებზე BMG -იმ ფინანსთა მინისტრსაც ჰკითხა. 2022 ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცაიზე. ხუციშვილმა უპასუხა, რომ ამ დროის პრიორიტეტი საგარეო ვალის შემცირებაა/მშპ-სთან. ამიტომაც მთავრობამ უარი არა მხოლოდ ევროკავშირის 75 მლნ ევროზე თქვა. სასესხოსთან ერთად, სხვა შეთანხმებული კონტრაქტებიც გადაავადა, მათ შორის გაზსაცავის. ზოგიერთ პროექტში დონორის რესურსს ბიუჯეტის ფული ჩაენაცვლა და დროში გახანგრძლივდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ GOGC -ის ბოლო კვლევისგან განსხვავებით, პირველადი (Feasibility Study) აჩვენებდა საპირისპიროს, პროექტი მომგებიანი უნდა ყოფილიყო. ამასთან როგორც მან თქვა კვლევები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss