ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთიმ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დააჯილდოვა
8 ოქტომბერი, 2021, 10:46
ლიბერთიმ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული დააჯილდოვა

თბილისი (GBC) - ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის საუკეთესო ათეულს ჯილდოები გადასცა. მათ შორის არიან პედაგოგები მარნეულიდან, პანკისიდან, თელავიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა.

“ჩემთვის და ლიბერთისთვის, დიდი პატივია, განათლების კოალიციასთან ერთად, ვიყოთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო, ჩვენი პატივისცემა დავუდასტურო მასწავლებლებს და აღვნიშნო, რომ ლიბერთის ახალი გუნდი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მომავალშიც განაგრძობს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანების- მასწავლებლების მიმართ ზრუნვას. ამ  პროფესიის პოპულარიზაცია, მასწავლებელთა დაფასება და მხარდაჭერა ახალი ლიბერთის  სტრატეგიისა და ღირებულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

გასული წელი განსაკუთრებულად რთული იყო მასწავლებლებისთვის და მათდამი პატივისცემის გამოსახატად, ჩვენ წელს გავაოთხმაგეთ საპრიზო ფონდი. მოხარულები ვართ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ყველასთვის ერთ-ერთი გამორჩეული და აღიარებული პროფესიული კონკურსია.

ლიბერთისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და  მომავალი თაობის აღზრდის ხელშეწყობა,  რაც თავის მხრივ, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ჩვენი ქვეყნის წინსვლას განაპირობებს“,- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, მეხუთე წელია მხარს უჭერს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები