| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
კაპიტალის ბუფერები პანდემიამდელ
დონემდე ჯერ კიდევ აღსადგენია, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი თავის მიერ შეფასებულ ბანკებსა
და მათ გადახდისუნარიანობაზე საუბრობს.
ორმა
ყველაზე მსხვილმა ბანკმა TBC-მ და საქართველომ ზაფხლში უკვე განაცხადეს, რომ სებ-ის მიერ გამოთავისუფლებული
ბუფერების გამოყენებას აღარ აპირებდნენ და შესაბამისობაში იყვნენ პრე-პანდემიურ მოთხოვნებთან.
მათ
ნახევარწლიური დივიდენდი გამოაცხადეს კიდეც და TBC-მ უკვე 17 სექტემბერს დაიწყო 83 მლნ ლარის გადახდა,
ხოლო საქართველოს ბანკმა კი 70.5 მლნ ლარის 25 სექტემბერს (საქართველოს ბანკის ჯგუფი
კი 70.4 მლნ ლარის დივიდენდს 5 ნოემბერს გადაიხდის).
სებ-ის
მოთხოვნით, ბანკებს კაპიტალის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დივიდენდის განაწილება
კაპიტალის ბუფერების აღდგენამდე შეზღუდული აქვთ.
Fitch-ის
მიერ შეფასებული 7 ბანკიდან 1H21-სთვის ბუფერები მხოლოდ 3-ს, TBC-ს, პროკრედიტს და ბაზისბანკს ჰქონდა აღდგენილი.
საქართველოს ბანკმა ბუფერები 1H21-სთვის ვერა, თუმცა ივლისში აღადგინა რაზეც სებ-ს შეატყობინა და ნახევარწლიური
დივიდენდიც გაანაწილა.
1H21-სთვს
ბუფერები აღდგენილი არ აქვს არც ლიბერთის, არც ტერა ბანკს და არც ხალიკ ბანკს. ლიბერთის
და ტერას 2024 წლამდე სავალდებულოდ მარეგულირებლის მოთხოვნა აქვთ დასაკმაყოფილებელი
სრულად დატვირთულ ბუფერებზე (Tier 1 და მთლიანი). ხოლო ხალიკს კი სულ მცირე უკლია
Tier 1-ის ბუფერზე
2024 წლამდე დაწესებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით
კრიზისის დროს გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. კაპიტალის
ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა და
აღნიშნული თარიღიდან ბანკებს კაპიტალის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად 2 წელი
მიეცათ. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღდგენის დროდ
2023 წლის 1 იანვარი დაწესდა, ხოლო კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
კი ბანკებს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.
სებ-ი
რამდენიმე თვის წინ ბანკების მიერ ბუფერების აღდგენას ვადაზე ადრე პროგნოზირებდა.
Fitch-ის
მიერ შეფასებული ბანკები და მათი გადახდიუნარიანობის მაჩვენებლები (1H21):
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss