ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს
7 ოქტომბერი, 2021, 11:29
თიბისი მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს

თბილისი (GBC) - თიბისი ნებისმიერ მსურველს, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს, სტარტაპ კურსზე ეპატიჟება. კურსის მიზანია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალებმა ცოდნა და უნარები გაუზიარონ.

სტარტაპის დასაწყებად სპეციფიკური ცოდნა და უნარებია საჭირო, სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა  პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი.

კურსის მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა სტარტაპერებს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე 

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი

მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე

  • ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე
  • სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე
  • ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე
  • ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე
  • ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია

ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე. დაწვრილებით ინფორმაციას ლექციების და მენტორების შესახებ გაეცანით

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები