| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – სებ-ის სტატისტიკით, 01.09.2021 -ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მოგების გადასახადი - 1.5 მლრდ ლარია, რომელსაც ბანკები გაისად შეიტანენ.
2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი
2021 წლის გეგმიურთან შედარებით, 43%-ით (408,2 მლნ ლარით) გაზრდილია.
ზრდა საბაზო
ეფექტითაა, რადგან 2020-ში სექტორმა 100
მლნ-იც ვერ შეიტანა. როგორც იცით,
პანდემიის კრიზისის საპრევენციოდ, სებ-ის მიერ ბანკებისთვის დაკისრებული 1 მლრდ
ლარამდე ნამეტი რეზერვის შექმნის გამო, სექტორმა მარტში 1 მლრდ -მდე ზარალი
აჩვენა.
მოგების
გადახდის ვალდებულება კომპანიებს და მათ შორის, ბანკს წელში 4-ჯერ უდგება ( ბალანსის ვადამდე შევსებაც არ
იზღუდება).
წელს ბანკებმა
2020-ის დეკლარაციები ამ გაზაფხულზე
წარადგინეს და 4-ად განაწილებული (25%+25%+25%+25%) (განაკვეთი -15%) გადასახადი არაუგვიანეს
15/05;15/07;15/09 და 15/12 სტუმრდება.
ბანკებმა, სხვა პროფილის კომპანიებისგან განსხვავებით, შეღავათით 4 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლეს და კიდევ 1 წელი და 2 თვე ვერ ისარგებლებენ. ისინი ბიუჯეტში 15% -ს დივიდენდებად განაწილებული მოგებიდანაც იხდიან და გაუნაწილებელიდან.
როგორც გახსოვთ, 2017-2018
წლებში, სებ-ის მიერ დაკრედიტების ჩარჩოს გამკაცრების (პასუხისმგებლიანი
დაკრედიტება) პარალელურად, ბანკებისთვის არც შემსუბუქებული საგადასახადო რეჟიმი გავრცელდა. რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან, საფინანსო კომპანიების გარდა (ბანკი,
მისო, ლომბარდი) ყველა გათავისუფლებულია,
მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებიც (აიპი, სსიპი...).
ჯერჯერობით 2023 წლამდეა გადავადებული. ცნობილია მხოლოდ რომ ვადა
არ გადმოიწევს და არ არის გამორიცხული რომ
კიდევ გადაიწიოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss