ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას აღემატება
5 ოქტომბერი, 2021, 17:06
საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას აღემატება

თბილისი (GBC) - საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება შეადგენდა 17.8%-ს, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24%-ს - აღნიშნავს საპენსიო სააგენტო 6 თვის ანგარიშში.

2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების მოცულობა შეადგენდა 1,548,282,942 ლარს და განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში: 70.3% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხება ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 29.7% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელისაშუალო შეწონილი წლიური ეფექტური სარგებელი შეადგენდა 11.15%-ს. სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და ვადიანი ანაბრების საშუალო შეწონილი ვადიანობა შეადგენდა 2.49 წელს, ხოლო სრული პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობა (სარგებლიანი მიმდინარე ანგარიშის გათვალისწინებით) 1.70 წელს.

საპენსიო სააგენტოს  დირექტორმა გიორგი დანელიამ ჯერ კიდევ  სექტემბერში განაცხადა (როცა აგვისტოს ინფლაცია იყო დათვლილი -12.8%) რომ  5%-ით ვჯობნით ინფლაციას (საპენსიო ფონდში გენერირებული  27%  სარგებელი 5%-ით აღემატება კუმულატიურ 22%-იან ინფლაციას).

ინფლაციამ პერიოდულად შესაძლოა აიწიოს ან დაიწიოს, მაგალითად როგორც სექტემბერში 12.3% -მდე დაიწია. თუმცა სახელმძღვანელო გასაშუალებულ მაჩვენებელია. დანაზოგის დაწყებიდან პენსიის აღებამდე სარგებელი ინფლაციის მაჩვენებელზე მაღალი უნდა იყოს და როგორც დანელიამ განაცხადა დღემდე ასეა. 

 საპენსიო აქტივი 1.7 მლრდ  ლარს აღემატება. დარიცხული სარგებელი -200 მლნ-ს.

 როგორც იცით, ამ დროისთვის  საპენსიო  თანხები  ჯერ კიდევ დაბალრისკიან  ინსტრუმენტებშია განთავსებული, ანუ  ბანკების დპოზიტებში. საინვესტიციო ბაზის გაფართოებას კი ხელს აღარაფერი უშლის. სპეცდეპოზიტართან (BOG) ხელშეკრულების  გაფორმების  ხანგრძლივვადიანი პროცესი დასრულებულია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები