| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - პარლამენტმა სამშაბათის პლენარული სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. I მოსმენით 77 ხმით მხარი დაუჭირა „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას რომლითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, როშკის ბუნების ძეგლის და ასის აღკვეთილის ახალი ფართობები და საზღვრების კოორდინატები.
II მოსმენით, პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებასთან, აღდგენასთან, გაშენებასთან, აღრიცხვასთან, სარგებლობას და მართვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განმარტა, კანონპროექტით წესრიგდება ვეტერინარული საქმიანობის რეგულირებასთან და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტმა 78 ხმით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტს.
სხდომაზე განიხილეს და 76 ხმით მიიღეს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლითაც წესრიგდება ძეგლის მესაკუთრის , ძეგლზე ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობასთან და ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას დეპუტატებმა მხარი 75 ხმით დაუჭირეს. კანონპროექტით ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან, ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან, ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზართან და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss