ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყაველაშვილი: ჩვენ ვართ გარანტი, რომ ნაცმოძრაობა ვერასდროს დაბრუნდება
5 ოქტომბერი, 2021, 15:01
ყაველაშვილი: ჩვენ ვართ გარანტი, რომ ნაცმოძრაობა ვერასდროს დაბრუნდება

თბილისი (GBC) -  ამომრჩეველს, ძალიან ბევრ ადამიანს მინდა მივულოცო გამარჯვება,  რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. დიახ, სწორედ ის ადამიანები და ჩვენ ვართ და გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ვერ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“ ვერასოდეს დაბრუნდება, ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. „2012 წლამდე თუ რამე არსებობს კაცობრიობაში ადამიანის მიმართ განსახორციელებელი დანაშაული, ყველაფერი ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.  ქუჩაში მოკლეს ახალგაზრდები, წაართვეს ქონებები, გააუპატიურეს მამაკაცები და ეს ძალა, დღეს კვლავ არსებობს და მასთან მიტმასნილი არიან ახალგაზრდები. იმ ძალებს, რომლებიც აქ ხართ წარმოდგენილი და კოალიცია გინდათ შექმნათ  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გრცხვენიათ?!  როგორ გინდათ ამ ძალასთან ურთიერთობა?! ერთადერთი ძალა ვართ „ქართული ოცნება“, რომელიც ამას ებრძვის. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილზეა, მაგრამ იმის გარანტიას ვიძლევით რომ ნებისმიერ დროს დავამარცხებთ მათ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იქნება გარანტია ყოველთვის და გაიმარჯვებს ყველა არჩევნებში.

მან ასევე მიმართა გიორგი გახარიას და მის პოლიტიკურ გუნდს.

 

„ჩვენ არ გვინდა რომ მეორე ადგილზე ჩვენი კონკურენტი იყოს  „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც კი მიტმასნილი ხართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეგრევე კარგავთ ხმებს. დაანებეთ „ქართულ ოცნებას“ თავი. ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხეთ თუ გინდათ, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და განვითარდეს ქვეყანა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე ჰყავს მშიშარა ხულიგანი ნიკანორ მელია და მიხეილ სააკაშვილი, რომლის გარშემო ხართ გაერთიანებული. როგორ სვამთ ტოლობის ნიშანს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის რომელთან ერთადაც 9 წელიწადი ერთად იყავით, ეს უბრალოდ სირცხვილია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები