ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
5 ოქტომბერი, 2021, 13:15

თბილისი (GBC) - ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა.

ომისიას, რომელმაც 1 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა და კონკურსი გამოაცხადა, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის მოადგილე, იმუნოლოგი ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია გაიცემა ყოველწლიურად და მას შეიძლება ჰყავდეს ერთი, ან ორი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო, თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2021   წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის  ჩათვლით, ელექტრონულ  მისამართზე: info@president.gov.ge, ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის, ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  . თბილისი, ათონელის . N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

საქართველოსეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა

ეროვნულიპრემიის კომიისიის კონკურსის ძირითადი პირობები  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები