| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 6 ოქტომბრიდან კვების ობიექტების მუშაობა 1 სთ-ით ხანგრძლივდება. 22:00 სთ-ის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებს.
შეზღუდვა იხსნება კონცერტებსა და ფესტივალის ჩატარებაზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით.
საკოორდინაციო საბჭომ, სამსაბათის სხდომაზე აცრების ინტენსივობის გაზრდის და შესაბამისად მობილური ბრიგადების რეგიონებშის გაგჰზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვი ხელმიოსაწვდომია ვაქცინები: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“. ამასთანავე,1 ოქტომბერს დაემატა1 მილიონი დოზა „სინოფარმი“ .
საქართველოში
კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (26/02/2020) ვირუსით ინფიცირების 621
420 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 593 153 პირი გამოჯანმრთელდა,
გარდაცვლილია 9 110 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში
იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის
ქვეშ - 4 025 პირი.
.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss