ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG აგროკრედიტს 4 -წლიანი საშეღავათო პერიოდით გასცემს
5 ოქტომბერი, 2021, 10:25
BOGG აგროკრედიტს 4 -წლიანი საშეღავათო პერიოდით გასცემს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, აგროსექტორში ბიზნესის დაწყების მსურველებს შეღავათიან  აგროკრედიტს  სთავაზობს. რაც იმას ნიშნავს რომ, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სურს მასზე ლურჯი მოცვის და ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენება, ბანკი დააკრედიტებს.. 

სესხი ითვალისწინებს შესაბამისი წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობასაც. სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის.  სესხის მინიმალური მოცულობა - 20,000 ლარს, ხოლო მაქსიმალური კი 500,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობისთვის კი ბანკი მათ 48 თვემდე საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე 

„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა ხელი შევუწყოთ აგრომიმართულების განვითარებას,   წავახალისოთ სექტორში უკვე დასაქმებული თუ პოტენციური მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებით. ამჯერად მომხმარებელს, რომელსაც სურს ლურჯი მოცვის ან ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენოს და საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, ვთავაზობთ საჭირო ფინანსებზე წვდომას მათზე მორგებული პირობებით. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება დაეხმარება მათ, წამოიწყონ მათთვის საინტერესო საქმე, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები