| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

გამოკვლევის შედეგების
მიხედვით, რომელიც ეფუძნება შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების
13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით,
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისი-ივნისის პერიოდამდე.
რომ დასახლების
ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის
დასახლებებისთვის 16.3 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 10.5 პროცენტს
შეადგენს. კვლევა საქსტატმა UNICEF-მა ჩაატარეს და მონაცემები მაისი-ივნისში გამოკითხული
1996 ოჯახის პასუხებს ეფუძნება.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის
მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო თვიური
შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო
სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს. შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება
COVID-19 და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ ბიზნესის მოთხოვნის
შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს
(50.7%), კომპანიის/ ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი
(16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის
მიერ საკუთარი კომპანიის/ ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო
საათების შემცირება (6.8%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss