ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პენსიები 20 და 25 ლარით გაიზრდება
4 ოქტომბერი, 2021, 15:12
პენსიები 20 და 25 ლარით გაიზრდება

თბილისი (GBC) -  გაისად 70 წლამდე მოქალაქეთა პენსია 20 ლარით,  უფრო უფროსი (>70 წ)  პირებისთვის კი 25 ლარით გაიზრდება. 2022 წელს ბიუჯეტს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა 285 მილიონით მეტი დაუჯდება. მიუხედავად იმისა რომ ბოლო 3 თვეა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, პენსიის ინდექსაციის კანონით პენსიების ზრდა 20 და 25 ლარზე ნაკლები იყო. კანონით კი ზრდა ყოველ წელს მინიმუმ 20 და 25 ლარი იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაცია შეადგენს 6,4%-ს. იმის გათვალისწინებით რომ, აღნიშნული მაჩვენებლით პენსიის ზრდა (240*6,4%=15,4) ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 20 ლარზე, ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 20 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

 >70 წლისებისთვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით. გასული წლის 4 კვარტალში და მიმდინარე წლის 2 კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემებია: 2020წ. I კვარტალი - 2,3%;  2020წ. II კვარტალი - (-13,2%);  2020წ. III კვარტალი - (-5,2%);  2020წ. IVკვარტალი - (-6,8%);  2021წ. I კვარტალი - (-4,5%);  2022წ. II კვარტალი - 29,9%; აღნიშნული მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკული შეადგენს 0,35%-ს, ხოლო მისი 80% - 0,28%-ს. შესაბამისად პენსიის მოცულობა უნდა გაიზარდის 6,4%+0,3%=6,7%-ით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ფორმულით პენსიის ზრდა (275*6,7%=18,4) ნაკლებია კანონით განსაზღვრულ მინიმალურ 25 ლარზე, ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 25 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები