| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის დუღილზე ინფორმაცია რეალურია, - ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ. ეკონომიკის 12% ზრდის უპრეცედენტობაზე განაცხადა და საგარეო ვალის 7%-ული პუნქტით (%პ) შემცირებაზე, რაც ასევე აუპრეცედენტო ტემპია, რომლის ანალოგი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ძნელად თუ მოიძებნება.
მინისტრს საერთშორისო ბაზრებიდან ფულის მოზიდვაზეც ჰკითხეს, რაც ხუციშვილის თქმით, პოსტკოვიდის პერიოდში პრიორიტეტული არ არის და უფრო მნიშვნელოცვანი, მშპ-სთან საგარეო ვალის შემცირებაა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ამიტომაც შეჩერდა ევროკავშირისგან 75 მლნ ევრო და ეს არ იყო გამონაკლისი. ხუციშვილის თქმით, მთავრობამ, სასესხოსთან ერთად სხვა შეთანხმებული კონტრაქტებიც გადაავადა, მათ შორის გაზსაცავის.ზოგიერთ პროექტში დონორის რესურსს ბიუჯეტის ფული ჩაენაცვლა და პრეოქტების დროში გახანგრძლივდა.
მინისტრის თქმით, მშპ-სთან ვალის 60% -იანი კოეფიციენტის 52%-მდე შემცირება, მნიშნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის. როგორც იცით, ეს პარამეტრი ჩვენი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, იმ ნიშნით, რომ აღნიშნული ინვესტორებისგან, რომლისთვისაც მინუს 7%-ული პუნქტი პოზიტიური სიგნალია, მეტი ფულადი სახსრები მოვიზიდოთ. ეკონომიკა მალე რომ აღდგეს და 12% ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ.
მინისტრს არ უთქვამს ახალ პროგრამაზე სსფ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო თუ არა. რაც ასევე ფულადი სახსრების მოზიდვისთვის არის. სებ-ის წინა კვირის ინფორმაციით ფონდთან მოლაპარაკება არ დაწყებულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss