ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სექტემბერში წლიური ინფლაცია 12.3% იყო
4 ოქტომბერი, 2021, 11:48
სექტემბერში წლიური ინფლაცია 12.3% იყო

თბილისი (GBC) - ინფლაციის მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია. საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემებისმიხედვით, 2021 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 12.3%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი 0.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.

ტრანსპორტი, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები სექტემბერში ყველაზე მეტად არის გაძვირებული. სატრანსპორტო მომსახურების ფასები წლიურად 20%-ით არის მომატებული, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები კი 16-ით.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირება ინფლაციის ფორმირებაში 4.99%-ული პუნქტით აისახა. გაძვირებულია ზეთი და ცხიმი (40.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (38.2%), რძე, ყველი და კვერცხი (17.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.6%), პური და პურპროდუქტები (13.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (12.6%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (7.1%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 20.3%-იანი ზრდა 2.47%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ფასები 11.8%-ით არის გაზრდილი და 1.74%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 9.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4%) ქვეჯგუფებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები