| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.
ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე - ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss