| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) აქციონერები 70.4 მლნ ლარის დივიდენდებს 5 ნოემბერს მიიღებენ. მოგება ბორდის მიერ, დივიდენდის და კაპიტალის განაწილების განახლებული პოლიტიკით (ყოველწლიური მოგებიდან 25-40%-ის ნაცვლად, 30-50%) ნაწილდება (1.07.2021 პერიოდისთვის, თითო ჩვეულებრივ აქციაზე -1.48 ლარის გაცემა ჯგუფმა 17 აგვისტოს გამოაცხადა).
დივიდენდები გადაიხდება ნახევარწლიურად და როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ოთხშაბათის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) შემდეგ განაცხადა, ეს კაპიტალის მოთხოვნებს ნაკლებად აწვება.
სებ-ი ცალსახად იზიარებს სსფ-ის მოსაზრებას,
მოგების განაწილებისგან ბანკების თავშეკავების მიზანშეწონილობაზე.
ოთხშაბათის ფსკ-ს შემდეგ ბიზნეს-მედიის კითხვაზე
საპასუხოდ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პანდემიის ამოწურვამდე შენარჩუნებული
რისკების პირობებში, საბანკო სექტორს, სებ-მაც თავშეკავება ურჩია. მიუხედავად
იმისა, რომ კაპიტალის ბუფერების აღდგენა
ეკონომიკის გაჯანსაღებამ დააჩქარა და ბანკების მომგებიანობა გაზრდილია.
სისტემური ბანკებიდან (TBC, BOG, LB) ბუეფერები
2-მა ვადამდე აღადგინა (ლიბერთის, 01.07.2021-ისთვის არ ჰქონდა აღდგენილი და
შემდეგი პერიოდის ცვლილება უცნობია, რადგან საჯარო არ არის).
პაპუნა ლეჟას თქმით, ბანკები, რომლებმაც სებ-ის
ინსტრუქციით 2020 -ში ისარგებლეს კაპიტალის შეღავათებით, შეზღუდეს და გააუქმეს
დივიდენდები და ბონუსების გაცემა მენეჯმენტზე, სიფრთხილე 2021-შიც შეინარჩუნეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2-მა ბანკმა დაანონსა მოგების განაწილება, გადსახდელები
გაიცემა შეზღუდული მოცულობით.
BOGG-ის
აღმასრულებელთა საკომენსაციო 37,500
აქცია, ბოლოს აგვისტოშია შეძენილი და ტრასტი ამ დროისთვის 1,316,353 აქციას
იკავებს (BOGG-ს გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 2.68%-ს). საბონუსე აქციები, მენეჯმენტისთვის, ზაფხულში
თიბისიმაც მოაბილიზა და 83 მლნ ლარამდე
დივიდენდებით ინვესტორებიც დააკმაყოფილა, სექტემბერში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss