ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თელმიკომ I სერვისცენტრი გახსნა
29 სექტემბერი, 2021, 16:55
თელმიკომ I  სერვისცენტრი გახსნა

თბილისი (GBC) - თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ (თელმიკო) თბილისში განახლებული ქოლცენტრი და მომხმარებლის მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი გიორგი ფანგანი და კომპანიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მომხმარებლის მომსახურების ცენტრი მდებარეობს ოთარ ჩხეიძის ქ, №10-ში, ხოლო კომპანიის ქოლცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ყოველ 24/7-ზე რეჟიმში შემდეგი ნომრის საშუალებით: (032) 500 07 77.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, განსაკუთრებით კომუნალური მომსახურების სეგმენტში აუცილებელია მომსახურების ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვა. სწორად ამ კუთხით, სემეკი მუდმივად მუშაობს როგორც რიგი პროექტების განხორციელებაზე, ასევე საკანონმდებლო აქტების შემუშავებასა და დახვეწაზე. დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის კმაყოფილების კვლევას, რაც ყოველთვის სწორად გვიჩვენებს სექტორებში არსებულ მიღწევებსა თუ ხარვეზებს. სემეკში არაერთი მოქალაქის განცხადება იყო შემოსული „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ ქოლცენტრის შესახებ, რომლის საფუძველზეც კომპანიას მივეცით დავალება, უმოკლეს ვადებში მოეწესრიგებინათ საკომუნიკაციო საშუალებები. მისასალმებელია კომპანიის რეაგირება და ვიმედოვნებთ, რომ „თელმიკო“ შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებასა და მოქალაქეებს გაუწევს ხარისხიან მომსახურებას“, - განაცხადა სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა.

თელმიკოს გენერალური დირექტორის დმიტრი გოლოვკოს განცხადებით, თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ, გახსნა პირველი მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი: „მოწვეულ პირებს გავაცანით განახლებული ქოლ ცენტრის მუშაობის პრინციპი. გვსურს აღვნიშნოთ, რომ უახლოესი ტექნოლოგიური უზრუნველყოფით აღჭურვილი „თელმიკოს“ ქოლცენტრი ახლა, სრული დატვირთვით მუშაობს, მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს და ამომწურავად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ამასთან ერთად, წლის ბოლომდე „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ თბილისში კიდევ რამდენიმე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის გახსნას გეგმავს. ჩვენთან მოსულ მომხმარებელს, კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება“, - აღნიშნა დმიტრი გოლოვკომ.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ” საქმიანობა 2021 წლის 1 ივლისს დაიწყო. კომპანია ქ. თბილისის 600 ათასზე მეტ აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის ქვითრების მიწოდებას, ფინანსურ ანგარიშგებას, მომხმარებლის სახელშეკრულებო მომსახურებასა და ა.შ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები