| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პანდემიის
პირობებში შინამეურნეობების ვალის ტვირთი გაიზარდა. ეროვნული
ბანკის მონაცემებით, 2020 წელს შინამეურნეობების სესხების ზრდა გაცვლითი კურსის
ეფექტის გამორიცხვით 10 პროცენტის ფარგლებში იყო. შინამეურნეობების
სესხების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელმა 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოს 41.3 პროცენტი
შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით მეტია.
პანდემიის დროს შინამეურნეობების გაუარესებული გადახდისუნარიანობა
უმოქმედო სესხების წილის ზრდაში აისახა, თუმცა ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად მისი
შემცირებაა მოსალოდნელი. მთავრობის მხარდაჭერის პროგრამებმა და სესხების მომსახურებაზე
საშეღავათო პერიოდის შეთავაზებამ შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა შეამსუბუქა.
თუმცა აღნიშნული პროგრამების დასრულების შემდეგ გაუარესებული გადახდისუნარიანობა უმოქმედო
სესხების წილის ზრდაში აისახა.
„აღსანიშნავია,
რომ სესხის მომსახურება მეტად გაუჭირდათ მსესხებლებს, რომელთა სასესხო ვალდებულება
უცხოურ ვალუტაშია. 2021 წლის ივნისში, პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით, უმოქმედო
სესხების წილი უცხოურ ვალუტაში 4.3 პროცენტული პუნქტით, 8.8 პროცენტამდე, ხოლო ეროვნულ ვალუტაში კი, 2.3 პროცენტული პუნქტით, 6.4 პროცენტამდე, გაიზარდა.
2021 წლის ივნისის მდგომარეობით შინამეურნეობების მსესხებელთა მხოლოდ 6 პროცენტი აგრძელებს
გადავადების პროგრამით სარგებლობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კუთხით უმოქმედო სესხების
წილის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამავდროულად, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკის
ეტაპობრივ გაჯანსაღებას მსესხებლების გადახდისუნარიანობაზე დადებითი გავლენა ექნება,
რაც სესხების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განმარტავს ეროვნული ბანკი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss