ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეროვნული ბანკი კერძო სექტორის გაზრდილ ვალს რისკად მიიჩნევს
29 სექტემბერი, 2021, 15:58
ეროვნული ბანკი კერძო სექტორის გაზრდილ ვალს რისკად მიიჩნევს

თბილისი (GBC) - პანდემიის პერიოდში არასაფინანსო კომპანიებში ვალის ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის მოსაზრებით, მათი ფინანსური მდგრადობისთვის საფრთხის შემცველი. აღნიშნულ პერიოდში კომპანიების ვალის ზრდა ნომინალური მშპის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რამაც ვალის ტვირთის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, კომპანიების მთლიანი ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობა, რომელიც ვალის ტვირთის ერთ-ერთი გავრცელებული საზომია, გრძელვადიან ტრენდს დაშორდ.

ვალის გაზრდილი ტვირთი საფრთხეს უქმნის კომპანიების ფინანსურ მდგრადობას. კერძოდ, თუკი კომპანიების შემოსავლები დროულად ვერ აღდგება, ისინი ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა გადახდისუუნარობით დასრულდე“, - მიუთითებს ეროვნული ბანკი.

კომპანიების დაფინანსების სტრუქტურაში კვლავ მაღალია უცხოურ ვალუტაში მოზიდული ვალის წილი. 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანიების მთლიანი ვალის დოლარიზაციამ დაახლოებით 75 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, აღნიშნული რისკის არასათანადო ჰეჯირების პირობებში, გაცვლითი კურსის მერყეობის მიმართ კომპანიების ვალის ტვირთი მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება. პანდემიის პერიოდში, რომელსაც მყარი ვალუტების მიმართ ლარის გაუფასურება ახლდა თან, კომპანიებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ უცხოურ ვალუტაში მოზიდული ვალის მომსახურების ხარჯი. შედეგად, კომპანიების გარკვეული ნაწილი ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე აღმოჩნდა და ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინა.

„ზომიერი სტრესის სცენარში მაკროფინანსური ფაქტორების გაუარესებისა და კომპანიების ვალის მახასიათებლებთან დაკავშირებული მოწყვლადობების რეალიზაციის შედეგად ვალის მომსახურების სირთულეების წინაშე მდგომი კომპანიების წილი 15 პროცენტული პუნქტით გაიზრდება და 50 პროცენტს მიაღწევს. აღნიშნული სიდიდის საკრედიტო რისკის რეალიზაციას მნიშვნელოვანი სტრესის გამოწვევა შეუძლია, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება ახლდეს როგორც ფინანსური სისტემისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის“, - განმარტავს ეროვნული ბანკი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები