ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დაკრედიტების 18% ზრდა საფრთხეებს არ ქმნის
29 სექტემბერი, 2021, 15:16
დაკრედიტების 18% ზრდა საფრთხეებს არ ქმნის

თბილისი (GBC) - დაკრედიტების 18%-იან ზრდას ვარაუდობს სებ-ი, წლის ბოლოსთვის, რაც ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით (როცა მშპ-ს ზრდა 0% იყო), საფრთხეებს არ ქმნის, მშპ-ს ზრდის პირობებში.

მას სესხების მოსალოდნელზე მაღალი ზრდიდან მომდინარე რისკებზე,  ფსკ-ს  შემდეგ ჰკითხეს, ხომ არაქვეითებს მონეტარული  პოლიტიკის ეფექტურობას. 

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, დაკრედიტენის მაღალი ტემპი, შემოსავლების აღდგენის მოცემულობაში, საფრხთის შემცველი არ არის. შესაბამისად  მოთოკვის და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ დგას. არც დოლარიზაციის მოსათოკი ბერკეტების  დამატების.

ბიზნესმედიის სხვადასხვა კითხვაზე საპასუხოდ, პაპუნა ლეჟავამ  პანდემიის კრიზისით განპირობებულ გაზრდილ სასესხო ტვირთზე აღნიშნა, რაც ბუნებრივი იყო დასაქმების და ხელფასების შემცირების საპასუხოდ. განსაკუთრებით სავალუტო მსესხებლებისთვის.

მან სებ-ის დამსახურებაზეც აღნიმნა, 2018 წლიდან გატარებული რეგულაციების გარეშე სავალუტო მსესხებლების რაოდენობა, 170 000 -დან რომ გაიზრდებოდა, შემცირების ნაცვლად. ამ დროისთვის 70 000 მდე მომხმარებელია. 100 000 -ით დაკლებული, რაც 100 000 -ით ნაკლებ  დაზარალებულ მსესხებელს ნიშნავს.

მას მშპ სთან კერძო სექტორის ვალის თანაფარდობის  80%-მდე გაზრდილ, 2020 -ის კოეფიციენტზე ჰკითხეს. 

პაპუნა ლეჟავამ რეგულაციების სიკეთე, პორტფელის სტრუტურული ცვლილებითაც შეაფასა. საპროცენტს განაკვეთის,  ₾200 000 -იანი ლიმიტის და სხვა ვალდებულებების შემოღებით. ზრდამ, ნაკლებპროდუქტიული საცალო სეგმენტიდან,  უფრო პროდუქტიულზე გადაინაცვლა. მსხვილ, საშუალო, მცირე და  მიკრო ბიზნესდაკრედიტებაზე.

სებ-ის პრეიზდენტის   თქმით, მარეგულირებელი აკვირდება, მშპ-სთან/ სესხების  კოეფიციენტს, რომელიც კრიზისში 84% -მდე  გაიზარდა (Q1/2021 -ის მდგომარეობით) შემოსავლების  კლების პარალელურად. ამ დროისთვის კი 77%-მდეა შემცირებული, თუმცა კვლავ მაღალია. 

"შემცირება და ეკონომიკის გაჯანსაღება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კონტრციკლური ბუფერი არ გაიზარდოს", -პაპუნა ლეჟავას განმარტებით, დაკრედიტების ზრდა  მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. რისკების გარდა პოზიტივის მატარებელიცაა, რადგან  ფინანსური ჩართულობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე მიანიშნებს.ბაზრის გამოცოცხლებაზე. ასევე დაბალანსებულ მარეგულირებელ ჩარჩოზე, რაც საფინანსო სექტორის მასტიმულირებელია. 

რამდენად  გააუარესა საცალო კლიენტების მდგომარეობა  41% -მდე გაზრდილმა ვალმა (მშპ-სთან). პაპუნა ლეჟავამ უპასუხა, რომ  ნაკლებად. ნაწილობრივ შეამსუბუქა, ბანკების მიერ საშეღავათო პერიოდების შეთავაზების და სამთავრობო სუბსიდიების ხარჯზე. რაც მისი თქმით, ცხადია არ იქნებოდა საკმარისი და მივიღეთ ეკონომიკის ვარდნა და შემოსავლების კლება, რამაც გაზარდა ტვირთი. 

მან, სებ-ის წინა წლების რეგულაციების როლზეც აღნიშნა, რამაც ლარიზაციას  შეუწყო ხელი და სასესხო კოეფიციენტები გააჯანსაღა .

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი წინა წლებისგან განსხვავებით, ჭარბვალიანობის რისკებს ვეღარ  ხედავს, რაც მისი თქნით, ასევე  წინა წლების  რეგულაციების დამსახურებაა.

შედეგად მოსალოდნელია ლარიზაციის წახალისება და სესხების ხარისხის  გაუმჯობესება. ამიტომ ამ ეტაპისთვის  დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭიროება არ  დგას, თუმცა, როგორც პაპუნა ლეჟავამ თქვა, არც გამოირიცხება, თუ  გატარებული ღონისძიებების ეფექტი მიილევა და  ახალი  რისკები დაგროვდება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები