ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამომცემლობაზე ლექციები ჩატარდება
29 სექტემბერი, 2021, 13:43
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამომცემლობაზე ლექციები ჩატარდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  5-8 ოქტომბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები გაიმართება.  პროექტი ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის  (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.  ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

„საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო მთელ მსოფლიოში, გამუდმებით იხვეწება და ახალ მიმართულებებს იძენს. „აუცილებლად მიგვაჩნია, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გამომცემლებსაც მივაწოდოთ და ამ გზით გავამდიდროთ მათი ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შევარჩიეთ“,- ამბობს „თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

ონლაინლექციების მსმენელი შეიძლება  გახდეს ნებისმიერი, ვისაც საგამომცემლო სფერო აინტერესებს.

ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ამერიკული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ:

გამომცემლისა და ავტორის ურთიერთობა

სპიკერი, ჯეფ სეროი – კომუნიკაციების კონსულტანტი; გამომცემლობა Farrar, Straus and Giroux-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი.

საგამომცემლო ბიზნესის ანა–ბანა

სპიკერი, ჯილ სქულმენი – გამომცმელობა Archipelago Books-ის დამაარსებელი.

საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველი გამომცემლებისთვის

სპიკერი, ბრიუს ნიკოლსი – გამომცემლობა Little, Brown and Company-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

კომპანია „დისნის“ პრეზენტაცია

ვორკშოპი „დისნის“ საგამომცემლო მიმართულების სხვადასხვა სფეროებთან  კვეთის შესახებ.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები