| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უნივერსიტეტის ქუჩა ბაგებს ნახევარკილომეტრიანი და ოთხზოლიანი საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება, - პროექტის დაწყება კახა კალაძემ დაანონსა.
ხიდის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის იგეგმება და მასზე 30 მლნ ლარი დაიხარჯება. ის საფეხმავლო ხიდის გვერდით აშენდება.
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძემ გვპირდება რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე და დღეს არსებული საცობები თამარაშვილის ქუჩასა თუ წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება.
ხიდი იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც პანდემიამ შეაჩერა, თუმცა კალაძე ამბობს, რომ მხოლოდ დროებით.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციაც.
მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად მოდერნიზებული და ადაპტირებული იქნება ყველასთვის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისთვის, ასევე, ქვეითებისთვის და ველოსიპედებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss