ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პეტრიდისი ჟესტური ენის სპეციალისტების დეფიციტზე
28 სექტემბერი, 2021, 16:58

თბილისი (GBC) - ჟესტური ენის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სურდო-თარჯიმნებთან და ყრუთა კავშირის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია სულავამ მოწვეულ სტუმრებს პრეზიდენტისგან სახსოვრად მისალოცი ბარათები და ათი თანამედროვე სმარტფონი გადასცა, რაც მათ ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებაში დაეხმარება. 

როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის დღეს იმართება. 

,,ჩვენ ამ ღონისძიებით გამოვხატავთ მადლიერებას ყრუთა კავშირის მიმართ იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის რაც წლების მანძილზე ჩამოგვიყალიბდა და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირების პროცესს. 

23 სექტემბრიდან მსოფლიო და საქართველო ჟესტური ენის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს. 

პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ გარემოში მოუხდათ მუშაობა ჟესტური ენის თარჯიმნებს. წლებია მთავარ გამოწვევად რჩება ჟესტური ენის სპეციალისტთა არასაკმარისი რაოდენობა, რაც სხვადასხვა მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. 

სწორედ ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღევანდელი ღონისძიებით შეეცადა ჟესტური ენის სპეციალობის პოპულარიზაციას" განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა. 

მისი თქმით, ჟესტური ენის სპეციალისტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეცათ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, საქართველოს პრეზიდენტმა კი, ყრუთა კავშირისგან ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი მიიღო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები