| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დადებითობის მაჩვენებელი 6%-ს ჩამოცდა, სიკვდილიანობის კოეფიციენტიც დაღმავალ ტრენდს აჩვენებს, თუმცა როგორც გამყრელიძემ სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სექტემბრის ვაქცინაციის სტატისტიკაც დაღმავალია.
დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, თბილისსა და აჭარის გარდა, ყველა სხვა რეგიონში აქტივობა ძალიან დაბალია. მაგ: კახეთში 20 დღეში, სულ, 9 ვაქცინირებული.
უწყებრივ ჭრილში ყველაზე მაღალი მოცვა - 90% პენიტენციურ სისტემაში აღინიშნება. 78% -ია სამედიცინო სისტემაში, ისიც ვაქცინირებული ექიმების ხარჯზე. ექთნები და მედდები პასიურობენ. აქტივობა დაბალია სასწავლო დაწესებულებებშიც ერთჯერადად, პედაგოგ-მანდატურთა მხოლოდ 63%-ია ვაქცინირებული. 2 დოზით კი 52%.
გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა დირექტორს დაევალა "ჟურნალის" წარმოება. უნდა იცოდეს რამდენია მის სკოლაში აცრილი, რამდენია ინფექციაგადამტანი/გადატანილი და უნდა ჰქონდეს აუცრელების აცრის გრაფიკი. ასევე უნდა დაინტერესდეს მშობლების მდგომაროებით. სამშაბათის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ძლიერდება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის როლი, განსაკუთრებით სოფლად. დაგეგმილია მათი ფინანსური წახალისება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss