| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პრემიერმა ზემო იმერეთი-რაჭის 51 კმ გზის ₾110 მილიონიანი პროექტი წარადგინა, რომელიც მგზავრობის დროს 3 სთ-მდე ამცირებს.
„ ჩვენს მოსახლეობას რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. ეს არის ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა, 51 კილომეტრიანი გზა, სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩვენ დავაგეთ და 110 მილიონი ლარი დაჯდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. თბილისიდან რაჭამდე ჩამოვალთ სულ რაღაც სამ საათში და დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომფორტული გზა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაჭის მოსახლეობისთვის, ზემო იმერეთის მოსახლეობისთვის და ჩვენი ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ რაჭის მოსახლეობას ამ პროექტის განხორციელებას და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss