ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
იპოთეკის გაცემა სუბსიდიის მიუხედავად შემცირდა
მარიამ მინაძე
24 სექტემბერი, 2021, 20:18
იპოთეკის გაცემა სუბსიდიის მიუხედავად შემცირდა

თბილისი (GBC) - TBC Capital-ის განცხადებით, 2019 წელთან შედარებით, ახალი იპოთეკური სესხების გაცემა მნიშვნელოვნად შემცირდა 1-21 სექტემბრის განმავლობაში.

მათ შორის, თბილისში იპოთეკური სესხების ზრდამ, საცხოვრებელ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების მცირე ვარდნა აჩვენა.

TBC Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით, TBC Capital-ი აცხადებს, რომ 2019 წელთან შედარებით, ახალი იპოთეკური სესხების გაცემის ზრდამ 25% შეადგინა 1-21 სექტემბრის პერიოდში. თუმცა, მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება წინა თვესთან შედარებით. 

მათი თქმით, სექტემბრის პირველი 2 კვირის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი ქონების გარიგებების ზრდამ მცირე ვარდნა აჩვენა და 7% შეადგინა, 2019 წლის დონესთან შედარებით.

სებ-ის ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების იპოთეკური სესხების პორტფელი 8.67 მლრდ ლარია, რაც 40 მლნ-მდე კონტრაქტიდანაა მობილიზებული და წარმოადგენს მთლიანი სასესხო პორტფელის 21.9%-ს. 

იპოთეკის წილი, წლის დასაწყისიდან 22.7%-დანაა შემცირებული.

იპოთეკის ახალი სუბსიდია 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, მრავალშვილიანი და ახალშობილის ოჯახებისთვის. 6-8%-ის თანადაფინანსება, 60 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ ₾200,000-იან სესხზეა გათვალისწინებული.      

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები