| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
TBC Capital-ის საბაზისო
სცენარი არ მოიცავს ლარის შესამჩნევ ცვალებადობას 2021 წელს, თუმცა, 2022 წელს მსუბუქ გამყარებას პროგნოზირებს.
საინვესტიციო
ბანკი ლარი/აშშ დოლარის გაცვლით კურსზე მოქმედ დადებით და უარყოფით ფაქტორებსაც ასახელებს.
კერძოდ,
აღნიშნავს, რომ სუსტი თურქული ლირა, შესაძლო
დეფლაცია 2022 წელს, Fed– ის (ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა) განაკვეთის ადრეული
ზრდა და გაძლიერებული აშშ დოლარი და გახანგრძლივებული პანდემია, ლარს გაუფასურებისკენ
უბიძგებენ.
ხოლო, ტურიზმის აღდგენა, მთავრობის საგარეო სესხები, ეროვნული ბანკის რეზერვები, მაღალი ინფლაცია 2021 წელს, ლარის გამკაცრებული საპროცენტო განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), გაზრდილი უცხოური ვალუტის კრედიტები, აშშ დოლარის შესუსტება და ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია, ლარს შასაბამისად, გამყარებისკენ უბიძგებს.
ლარი/დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე თვეა მყარდება, თუმცა ინფლაცია მოთხოვნა/მიწოდების ორმაგი წნეხის გათვალისწინებით, მზარდ დინამიკას ინარჩუნებს.
სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოლოდინით, ინფლაციის ზრდის ტენდენცია 2022 წლის მარტამდე შენარჩუნდება, რასაც გარკვეულწილად, TBC Capital-იც იზიარებს და ამბობს, რომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა 2022 წლამდე არა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss