| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 15 მილიონი აშშ დოლარი გამოგვიყო, ვაქცინის (700 000 დოზის საყიდელი), აცრისთვის საჭირო აქსესუარების შესაძენად და ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირებისთვის.
„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად,“ - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.
„ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებას. ა ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია.“
" ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებშიმ სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად,"- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
NCDC-ის მონაცემებით, 1 დოზით, 963,663 და ორით, 751,410 მოქალაქეა აცრილი, 30%-იც არა, როცა სამინზე 60%-ია. წყარო:bmg
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss