ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-იმ მარცვლეულის კომპლექსი დააფინანსა
22 სექტემბერი, 2021, 14:06
TBC-იმ მარცვლეულის კომპლექსი დააფინანსა

თბილისი (GBC) - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საშრობი და მარცვლეულის შესანახი კომპლექსი - შპს „სართიჭალის საშრობი“ თიბისისა და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

შემნახველი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია, 500 000 ლარი კი - სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი.

„სართიჭალის საშრობში“, სადაც  საწყის ეტაპზე 10 ადგილობრივია დასაქმებული, 9 000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი, საათში კი - 40 ტონა მარცვლეულის გაშრობა.

კომპანიის სილოსებში საკუთარ მეურნეობაში მოყვანილ9 მილიონი ტონა სიმინდი ინახება, რაც საქართველოში იმპორტირებყლი სიმინდის 10%-ია.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. 

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები