ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
IMF წლის ბოლოს საქართველოში 13.1%-იან ინფლაციას ელის
22 სექტემბერი, 2021, 11:17
IMF წლის ბოლოს საქართველოში 13.1%-იან ინფლაციას ელის

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის დონე 13.1% იქნება, წლიური საშუალო ინფლაცია კი 9.3%. IMF ინფლაციის შენელებას მომდევნო წლიდან ელის და მათი პროგნოზით 2022 წლიდანვე ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც დიდწილად კომუნალური გადასახადების მატებას, სასაქონლო და სურსათის ჯგუფების ფასების ზრდას და ნედლეულზე გაზრდილ ხარჯებს ასახავს. თუმცა მოსალოდნელია, რომ 2022 წელს, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, ინფლაცია სწრაფად შემცირდება“, - განმარტავს სსფ. ამასთან, სფ-ს დირექტორებმა დადებითად შეაფასეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა, რაც ინფლაციის მოლოდინების მოთოკვას უნდა დაეხმაროს. ინფლაციისრისკების გათვალისწინებით, დირექტორები, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინებისზრდის შემთხვევაში, განაკვეთების შემდგომ ზრდას მიესალმებიან. ისინი მხარს უჭერენ სავალუტო ინტერვენციების გონივრულად გამოყენების გაგრძელებას, რათა ბაზრის გაუმართავი მუშაობა თავიდან იქნას აცილებული, ფინანსური დოლარიზაციიდან მომდინარე რისკების გამო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები