| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზიის
განვითარების ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ბანკმა
აპრილტან შედარებით პროგნოზი 5%-ით გაზარდა. 2022 წელს კი ADB საქართველოში 6.5%-იან ზრდას
ელის. რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოშია მოსალოდნელი. ამასთან
ADB-ის პროგნოზი
უფრო ოპტიმისტურია ვიდრე IMF-ის და Moody’s-ის რომლებიც საქართველოში ეკონომიკის ზრდას 7%-ის ფარგლებში ელიან.
აზიის
განვითარების ბანკმა (ADB) შეამცირა განვითარებადი
აზიის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19)
პანდემიის გახანგრძლივების ფონზე.
ADB-ის
მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზი 2021-ის განახლებული
გამოცემა წელს განვითარებად აზიაში 7.1% ზრდას პროგნოზირებს, რაც აპრილში ნავარაუდევ
7.3%-იან ზრდას ჩამოუვარდება. 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.3%-დან
5.4%-მდე გაიზარდა. კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტები, ხელახალი ადგილობრივი გავრცელებები,
სხვადასხვა შეზღუდვისა და კარანტინის აღდგენა და ასევე ნელი და არასტაბილური ვაქცინაცია
რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss