ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პორტფელის დივერსიფიცირება ახალი ლიბერთის ამბიციაა
21 სექტემბერი, 2021, 13:54
პორტფელის დივერსიფიცირება ახალი ლიბერთის ამბიციაა

თბილისი (GBC) - ახალი ლიბერთი არის შარშან მომზადებული სტრატეგიული გეგმის  პროდუქტი და  ეს არის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც ეხება სხვადასხვა მიმართულებებს. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკს- ამის შესახებ ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

მისი თქმით, ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, ბანკს ჰქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი, გარდა საცალო მიმართულებისა, ლიბერთი იყოს  განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი და შექმნას ღია, მდგრადი და კორპორატიული კულტურა.

ლიბერთისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერა ახალი არ არის და ჩვენ მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით  აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი აგროსექტორში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებული. ეს იქნება არა მხოლოდ პირველადი წარმოების კუთხით, არამედ შემდგომი გადამუშავების ნაწილშიც. გარდა ამისა, ჩვენ  სხვადასხვა სეგმენტებში  აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი საბოლოო ჯამში იმ მიზნით, რომ მივიღოთ დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“,- აღნიშნა ვასილ ხოდელმა.

ლიბერთის გენერალური დირექტორის განცხადებით, ბანკი ინაცვლებს  მოქმედების ფაზაში და შესაბამისად, ლიბერთის აქვს  ამბიცია, მიიღოს უფრო დივერსიფიცირებული პორტფელი, საცალო სეგმენტის ნაწილშიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები