ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Moody’s-ი 3%-იან ინფლაციას ელის
ფოტო: Bloomberg
21 სექტემბერი, 2021, 11:49
Moody’s-ი 3%-იან ინფლაციას ელის

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. პრესრელიზში Moody’s-ი საბანკო სექტორში არსებულ რისკებზე მიათითებს, რაც შემცირების მიუხედავად, დოლარიზაციის მაინც მაღალ დონეს უკავშირდება.

რაც შეეხება რეიტინგისა და პერსპექტივის "სტაბილურზე" შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი. ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, შოკების მიმართ ეკონომიკის მოქნილობას შეუწყო ხელი.

Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის.

"მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2020 წლის პიკური მაჩვენებლიდან (მშპ-ის 12.5%) პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან (მშპ-ის დაახლებით 5%) დაახლოებას დაიწყებს, გზავნილების, არატურისტული ექსპორტის მყარი ზრდისა და რეფორმების გრძელვადიანი სარგებლის რეალიზების ფონზე. ამ უკანასკნენლთა შორის მოიაზრება საპენსიო რეფორმაც, რომელიც შიდა დანაზოგების დაგროვებას უწყობს ხელს",- ნათქვამია რელიზში.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები