ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის თანამშრომლებს შრომა უფასდებათ
მარიამ მინაძე
21 სექტემბერი, 2021, 11:33
BOGG-ის თანამშრომლებს შრომა უფასდებათ

თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)  აღმასრულებელთა აქციებით ცვალებადი კომპენსაციის ტრასტის მმართველმა კომპანიამ,   Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი ბროკერის შუამავლობით BOGG-ს 27,379 ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, თითოეულის ნომინალური ღირებულება £0.01. თითოეული აქციის ღირებულება £15.14 იყო (ვაჭრობა 17 სექტემბერს შედგა). ბოლო ვაჭრობა 20 აგვისტოს შედგა, საშუალო ფასი  £15.12. 


ტრასტს აქციები მისი ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს. პოტენციურ ბენეფიციარებს შორის აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.


აღნიშნული ტრანზაქციების შემდეგ ტრასტი 1,311,625 აქციას იკავებს, რაც დაახლოებით BOGG-ს მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 2.67%-ია (20 აგვისტოსთვის 2.68% იყო).  ტრასტის აქციები სრულად არსებული ჯილდოებისთვისაა გამოყოფილი.


SANNE-მ ასევე, როგორც BOGG-ს თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, ბროკერის მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 3,500 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო ფასმა თითო აქციაზე £15.25 შეადგინა.


ვაჭრობა 17 სექტემბერს შედგა და ესეც აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი. წინა ვაჭრობა 13 აგვისტოს შედგა, საშუალო ფასი თითო აქციაზე - £15.87.


აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 604,956 ცალი აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალის 1.23%-ია (13 აგვისტოსთვის 1.24%).  აქედან, 417,295 აქცია არსებული ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.


მენეჯერებისა და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს. ზაფხულში კი ტრანზაქციებს შორის, მინიმალური შესყიდვის ფასი £12.81 -  11 ივნისს დაფიქსირდა.


BGEO-ს აქციების ფასი დღეის მდგომარეობით £14.62-15.14-ია.


ორივე ტრასტმა როგორც ჩანს, ცვალებადი ანაზღაურების გაცემა დაიწყო. მენეჯმენტმა თავი წარმატებით გაართვა კრიზისის პირობებში კომპანიის მართვას და მაჩვენებლები, პამდემიამდელ დონეზე დააბრუნეს, რითიც მოახერხეს აქციონერებისთვის ნახევარწლიური დივიდენდის გამოცხადებაც, 70 მლნ-ის ოდენობით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები