ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაზე
20 სექტემბერი, 2021, 17:47
მინისტრი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაზე

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი  ეკონომიკის გაჯანსაღებაშის ექსპორტი წვლილზე აცხადებს, საქსტატის ახლადგანახლებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით.


"აგვისტოში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7 პროცენტით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით - 32 პროცენტით,“ - განაცხადანათია თურნავამ.


მისივე თქმით,  ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც აღინიშნება, 28.7%-ით, 1,9 მლრდ აშშ დოლარამდე ( მთლიანი ექსპორტის 72.7%().


„საქართველოს ეკონომიკის  გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, საექსპორტო საქონლის მიწოდება გაიზარდა ჩვენს სამეზობლოში, ასევე აშშ-სა და ჩინეთში. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პროდუქციას შორის, ზრდის ტემპის მიხედვით, ლიდერობს ფეროშენადნობები, ტექსტილი და სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ღვინო, თხილი, მინერალური წყლები. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე მეტად გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 83.2%-ით),  მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 32.6%-ით), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 18.3%-ით) გაზირებული წყლების (გაიზარდა 87.7%-ით), ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 63.8%-ით), თხილისა და კაკლის (53.3%-ით და 44.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპირტიანი სასმელებისა (17.3%-ით), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (1.3%-ით), და  აზოტოვანი სასუქების (გაიზარდა 5.8%-ით) ექსპორტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები