ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ძველ ბინებზე მოთხოვნა იზრდება
20 სექტემბერი, 2021, 16:42
ძველ ბინებზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (GBC) - თბილისში, 2021 წლის აგვისტოში 2,902 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ივლისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ით არის გაზრდილი, ბაზრის ზომა კი - 37%-ით.

Colliers International Georgia-ს მონაცემებით, 2021 წლის აგვისტოში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,862 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.

2021 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 6%-ით, 41 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვი 22%-ით გაიზარდა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით.უნდა აღინიშნოს რომ 2021 წლის 8 თვის ჯამური მონაცემით, მედიუმ სეგმენტი 77%-ით აღდგა. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 3%-იანი ზრდა განიცადა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები